ძალადობა ოჯაში

ძალადობა ოჯახში– ეს თემა ძალიან მტკივნეულია. სტატისტიკის მიხედვით თოთქმის ყოველი მეორე ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

გალის რაიონი ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, ხშირად გვესმის ძალადობის შემთხვევები – ფიზიკური ძალადობიდან დაწყებული სიტყვიერი შეურაცყოფით დამთავრებული. ამ თემას ეხებოდა ტრენინგი რომელიც ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია «ავანგარდ–მა» გალში. მეც გახლდით ამ ტრენინგის მონაწილე. როგორც აგვიხსნეს ტრენერმა, ძალადობა ქალზე იღებს სხვადასხვა ფორმას და გამოვლინებას, ხშირად ჩვენ თვითონ ვერ ვხვდებით რომ ესა თუ ის ქმედება შეიძლება იყოს ძალადობა ქალზე.

ტრენინგის შემდეგ ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე – იმაზე თუ რატომ ხდება ძალადობა ქალზე, რა უნდა გავაკეთო მე პირადად, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ერთად როგორც საზოგადოებამ? ვის უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა?

განვიხილოთ ერთი ალბათ ტიპიური შემთხვევა: ჩემს მეზობლად ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ ქმარი. მათ შვილი არ ჰყავთ. ქმარი ყოველდღე მთვრალია და ხშირად ძალადობს თავის მეუღლეზე. ამას იმით ხსნის, რომ შვილი უნდა და ნერვული სისტემა აქვს მოშლილი, ამიტომაც სვამს, ამიტომაც ცემს ცოლს… .  თვითონაც ვერ ახსნინს რატომ ჩადის ძალადობას, არ იცის რას დააბრალოს, არ იცის სად არის მიზეზი და სად არის შედეგი

ადრეც ხშირად მესმოდა მათ შესახებ, მაგრამ აქამდე ასე ღრმად არ მიფიქრია თუ რა ხდებოდა ამ ოჯახში. ალბათ იმიტომ რომ, ქალის გინება ნორმაა, ცემაც, და სხვა ფორმით შეურაცყოფა. გარდა ამისა ჩამოყალიბებულია აზრი საზოგადოებაში, რომ გინება, ქალის ცემა იმის მაჩვენებელია რომ მამაკაცი უფრო ძლიერია ე.წ «მაგარი ბიჭია». დასაშვებია ისიც, რომ ქალს ჰქონდეს თითქოს უფრო მორჩილი მდგომარეობა ოჯახში და საზოგადოებაშიც. ხშირად მსმენია ჩემი თანატოლებისგან და უფროსებისგან, რომ ჩვენი ტრადიციების მიხედვით ქალის როლია იყოს ოჯახში დედა, ცოლი, იყოს მორჩილი, აიტანოს ბევრი რამე, არ თქვას არაფერი.   ერთი სიტყვით იყოს ჩუმად, ქალიც რომელიც ძალადობას განიცდის და საზოგადოებაც, რომელიც ამას ხედავს.

როგორც ამიხსნეს, აფხაზეთში არ არის შესაბამისი კანონმდებლობა ოჯახურ ძალადობაზე, ეს ართულებს სიტუაციას.  მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ, მოსახლეობა, ახლაგაზრდები, როცა ჩვენს ირგვლივ გვესმის ასეთი შემთხვევბი?  მე ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო – არ უნდა შევიწყნაროთ ძალადობა! ძალიან ბევრია სამუშაო – ახალგაზრდებთან განსაკუთრებით, რომ შეიგნონ ქალის შეურაცყოფა, გინება, ცემა და სხვა სახის ძალადაობა არ არის კაი კაცობა – ეს ლაჩრობაა!!!

                                                                 Image

ჩემს შესახებ

მე ვარ შოთა, დავიბადე 1994 წელს და მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე აფხაზეთში, ქალაქ გალში. მიყვარს ახალი მეგობრების შეძენა, ვარ კომუნიკაბელური, ღია და… თუმცა თავის ქება ცუდი ტონია!

ძვირფასო მეგობრებო, ამხანაგები, ჩემი ბლოგის მომავალო მკითხველებო, ჩემო მიმდევრებო (followers) — არ გამნსაჯოთ! ვაპირებ წერას, ერთი პერიოდი ეს ცუდად მეხერხებოდა, ახლაც არ ვარ პროეფესიონალი, ვაღიარებ_:).

თუმცა ერთმა მოვლენამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. 2013 წლის ოქტომბრის თვეში მონაწილეობა მივიღე ტრენინგზე «სოციალური მედია – ბლოგერობა», რომელიც ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა. ტრენინგი საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა, არ დავიწყებ იმის აღწერას რამდენი ახალი რამე ვისწავლე, უბრალოდ მინდა გითხრათ დღეიდან ჩემს მოსაზრებებს შემოგთავაზებთ სხვადასხვა საკითხებზე – ვარ მოქალაქე ჟურნალისტი. ჩემს მოკრძალებულ შეფასებებს და მოსაზრებეს შემოგთავაზებთ ასეთ საკითხებზე როგორიც არის ძალადობა ოჯახში, ბუნების/გარემოს დაცვა, ახალგაზრდების პრობლემები აფხაზეთში.
ჩემს ბლოგში აგრეთვე იხილავთ სხვადასხვა საინტერესო პოსტებს ინტერნეტიდან.
ასე რომ არ გადართოთ, დაელოდეთ, მცირე პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ინტერნეტის სივრცეებზე.

თქვენი შოთა

როგორ ვერთობოდით ტრენინგებზე

ვისხედით ყველა ერთად ერთ ოთახში და ვსაუბრობდით თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი, რა შთაბეჭდილება დაგვრჩა ერთმანეთის მიმართ, თუ რას ვფიქრობდით ერთმანეთზე გაცნობის დღიდან და რამდენად შევეწყვეთ ერთმანეთს ხასიათებით. მე ძალიან გამიხარდა ასეთ გარემოში ცხოვრება სამწუხაროდ მოკლე ხანი მოგვიწია ერთად ცხოვრება, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში დიდი სიყვარული და მეგობრობა მივიღე იმ ადამიანებისგაან ვისთანაც ვიცხოვრე სასტუმროში. დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ასეთ ადამიანებთან თანაცხოვრებას და დიდი ხნით დროის გატარებას რადგან მე დიდი სიამოვნება მივიღე იმ მოკლე დროში. ავღნიშნავ იმასაც და ხაზს გაუსვამ რომ არიან ძალიან მეგობრული მოსიყვარულე, და კეთილი ბავშვები. დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციას ასეთი ტრენინგის ჩატარებისთვის და მომხრე ვარ იმისა რომ სულ ჩატარდეს ესეთი ტრენინგები რათა განვითარდნენ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები, გაიგონ მეტი ცხოვრების გემო რადგან ეს ყველაფერი იქ ჩვენთან აფხაზეთში ვერ ხერხდება გარკვეული პრობლემების გამო მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო.